
ომის ვეტერანი ლევან გოგოლაური: ბარამიძის განცხადება გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად
როგორც ვეტერანი, გიორგი ბარამიძის განცხადებით აღშფოთებული ვარ. ეს განცხადება გაკეთებულია ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ, - განაცხადა ომის ვეტერანმა, ლევან გოგოლაურმა, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.
ომის ვეტერანი მიიჩნევს, რომ ბარამიძის განცხადება გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
„ეს განცხადება ქვეყნის იმიჯს აზიანებს, რადგან ამბობს ისეთ რამეს, რაც მე, როგორც მაშინ, რიგით მეომარს, არ გამიგონია. მე უფრო მეტი ვიცი ჩვენი ვეტერანებისგან, ხელმძღვანელი გენერლებისგან, თუ როგორ მიდიოდა ტყვეთა გაცვლა“, - აღნიშნა ომის ვეტერანმა.
გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge