მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოპოზიციის ალიანსი დაიშალა - ალიანსის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს მათ გვერდით ვერ ხედავენ
ოპოზიციის ალიანსი დაიშალა - ალიანსის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს მათ გვერდით ვერ ხედავენ

ოპოზიციის ალიანსი დაიშალა - ალიანსის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს მათ გვერდით ვერ ხედავენ

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციის ალიანსი დაიშალა. ალიანსის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს მათ გვერდით ვერ ხედავენ. ისმის ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. პარალელურად „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ პარტიას ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გუნდთან ერთად შეუერთდება.

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა.

პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ 4 ივნისს დაწერა: „არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს“.

მეორე დღეს გვარამიამ ასევე დაწერა, რომ „იმედი აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“, „ოპოზიციის ალიანსის“ საქმიანობაში ელემენტარულ მონაწილეობას მაინც მიიღებს“.

დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით გაგრძელდა.

6 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ნიკა გვარამია გარიგებებში, მიხეილ სააკაშვილისთვის ხმების წართმევის მცდელობასა და ფინანსური სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა.

„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კი სააკაშვილის გუნდზე განაცხადა: „სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება - სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ“.

ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოიღებენ.

გვარამიას „გადაცმული ჩერგოლეიშვილი“ უწოდა ანა წითლიძემ.

თავის მხრივ, გვარამიამ წითლიძის შესახებ განაცხადა: „ფურთხების და ბირჟაზე მჯდომი „სემიჩკის მჭამელ“ პოლიტიკოსის რანგს ვერ გასცდა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • სახელმწიფოს ფუნდამენტური საკითხები და ეროვნულ ფასეულობები - საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა შეიქმნარუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეებიტვ პირველი
  • ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდაBM.GE
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობა →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი