მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი: „ნოდარ დუმბაძის გული მო***ან“ - გინება არ არის, ჰიპოტეთურად ვსაუბრობდით
ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი: „ნოდარ დუმბაძის გული მო***ან“ - გინება არ არის, ჰიპოტეთურად ვსაუბრობდით

ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი: „ნოდარ დუმბაძის გული მო***ან“ - გინება არ არის, ჰიპოტეთურად ვსაუბრობდით

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მესამე დღეა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მთელი თავისი რესურსით აშავებს და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებს.

ოქრიაშვილი განმარტავს, რომ მწერლის მისამართით გინება არ ყოფილა, არამედ ჰიპოთეტურად საუბრობდა და ვინც იმ მომენტში გაახსენდა, ნოდარ დუმბაძე იყო.

„ჰოდა, აი, 86-ე კი არა, სულ რომ ბოლო ადგილზე იყოს ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ გინება კი არ არის. ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს და მერე მის გულს... და სხვათა შორის, კომედია მაგიტომ მუშაობს ხშირ შემთხვევაში, რომ მოულოდნელი არის იმ კონკრეტულ კონტექსტში და მაგიტომ ეცინებათ ადამიანებს და მაგიტომ ეცინებათ ამ კონკრეტულ მომენტშიც დარბაზშიც.

და მე რომ ამ ხუმრობისას, მაგალითად, მეთქვა, რომ რა უცნაური იქნებოდა, რომ ახლა შალვა რამიშვილი ეზიზღებოდეს...გაინტერესებთ ასე ძალიან, როგორი არის გინება, მინდა აქვე დაგიტოვოთ დესერტად, რომ რადგან აი, ვინც პროპაგანდისტობით შოულობთ ფულს და ვინც სიმართლის გამრუდებით ხალხს შეგნებულად აი ესე აგიჟებთ - თქვენი გულიც და თქვენი სულიც მო***ან მე“, - აცხადებს ონისე ოქრიაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე  ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

იმედი