
ოთარ ანგურიძე „ფონდი ქართუს“ მიერ სესხების გამოსყიდვაზე: ის შედეგები, რაც ამ სოციალური კამპანიის შედეგად მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, სახეზეა და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად დავინახავთ ამ სწორ გადაწყვეტილებას
ნებისმიერი კამპანია, რაც მიმართული იქნება ამ სესხების ჩამოწერასთან, ბუნებრივია პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ცრუ კამპანია, - განაცხადა ანალიტიკოსმა ოთარ ანგურიძემ „ფონდი ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ის შედეგები, რაც საქართველომ ამ სოციალური კამპანიის შედეგად მიიღო, სახეზეა.
„ის შედეგები, რაც ამ სოციალური კამპანიის შედეგად მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, სახეზეა და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად დავინახავთ ამ სწორ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.
დღეს „ფონდი ქართუ“ ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ყალბი ინფორმაციის შემცველ განცხადებებს გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ გამოისყიდა ფიზიკური პირების 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები“ და „თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს“.
იმედი
წყარო: imedinews.ge