მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოთარ ჭულუხაძე: ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ
ოთარ ჭულუხაძე: ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ევრობიუროკრატები გარკვეულ სიფრთხილეს მაინც ინარჩუნებენ საქართველოსთან ურთიერთობაში, თუმცა იმის მოლოდინი, რომ ისინი ტონს შეარბილებენ, არავის უნდა ჰქონდეს.

„ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ეს არის უკრაინა, რომელიც რეალურად ახორციელებს ამ მიზანს. ევროკავშირისთვის ის არის ფარი რუსეთის წინააღმდეგ. დიდ გეოპოლიტიკურ სურათში მათ სჭირდებათ ქვეყნები, რათა თავისი უშუალო ეგოისტური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ვგულისხმობ პოლიტიკურ ეგოიზმს, გეოპოლიტიკურ ეგოიზმს. როდესაც ჩვენ, ჩვენი მხრივ ვაჩვენებთ პოლიტიკურ ეგოიზმს, რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი პოლიტიკური ეგოიზმის მსხვერპლები გავხდეთ, შემდეგ ისინი აგრძელებენ ორმაგი სტანდარტებით ოპერირებას.

ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, რათა აქ პოლიტიკური ვითარება აემტუტებინათ და გაეცუდებინათ. როცა დაინახეს, რომ ეს არ ხდებოდა, მოგვცეს სტატუსი. ანუ ისინი გარკვეულ სიფრთხილეს მაინც ინარჩუნებენ ჩვენ მიმართ, რადგან გარკვეულ სარგებელს ჩვენგან ნახულობენ - ეს არის დერეფნის თემა, ეს არის იაფი მუშახელი, ის, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის დერეფანი და ა.შ. თუმცა ისინი კბილს გვისინჯავენ და ეს ასე გაგრძელდება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ რამე სახით ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპა არ უდრის ევროკავშირს. საკუთრივ ევროკავშირსაც ჰყავს თავისი კრიტიკოსები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, რომელიც საერთოდ გამოვიდა იქიდან“, - განაცხადა ოთარ ჭულუხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • "საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს" - ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ ვერ გაიზიარებს თბილისი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკასრუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

იმედი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი