
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ რვა პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
იმედი|imedinews.ge
4 ოქტომბრის საქმეზე ჩადენილი დანაშაულის აღიარებებს კიდევ რვა ბრალდებულის აღიარება დაემატა. რვავემ თავი დამნაშავედ ცნო და სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება. შესაბამისად, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.
მანამდე დანაშაული იგივე საქმეზე ბრალდებულმა 7-მა პირმა აღიარა.
ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე - ესენი არიან ის პირები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული 2 ივნიის აღიარეს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge