მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალია: ეს დღე სიმბოლოა იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა
პაატა სალია: ეს დღე სიმბოლოა იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა

პაატა სალია: ეს დღე სიმბოლოა იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა

იმედი|imedinews.ge

დღეს საქართველო არის სუვერენული ქვეყანა; დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უსმენს თავის მოქალაქეებს, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს, რომელიც ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ. მან საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ერთიანობის სიმბოლო.

„1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც შექმნა საქართველოს პირველი, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და შეიქმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო. ჩვენთვის ეს დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გვახსენებს მრავალი თაობის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. ეს დღე სიმბოლოა იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა; დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა. ჩვენთვის ეს არის სიმბოლო იმისა, რომ დღეს საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უსმენს თავის მოქალაქეებს, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს, რომელიც ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე. იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ამ ყველაფერში“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მინისტრმა იმ ღონისძიების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში გამართავს. მისი თქმით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციებს და მიიღოს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელთაც უწყება აწვდის მოქალაქეებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ელენე ხოშტარია იმ ბრძოლის გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“ტვ პირველი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი