მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ საქმიანობით. რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში საელჩო ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად მიიჩნევს და ცენზურის ნებისმიერ ფორმას ეწინააღმდეგება.

საელჩოს კომენტარი რადიო თავისუფლების კითხვების პასუხად 28 ივლისს გავრცელდა. გამოცემამ დიპლომატიურ მისიას მას შემდეგ მიმართა, რაც ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. კითხვები ეხებოდა როგორც სანაიას საქმეს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და კომენტარების საფუძველზე დაწყებულ საქმეებს, ასევე საქართველოში სიტყვისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობას.

აშშ-ის საელჩოს სპიკერმა წერილობით განაცხადა:

„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად.“

საელჩომ პასუხში ყურადღება პოლიტიკური პლურალიზმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა:

„როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს - იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.“

ამასთან, საელჩომ პირდაპირ შეაფასა ახლად შექმნილი სტრუქტურის საქმიანობა:

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი.“

ეს არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში აშშ-ის საელჩოს პირველი საჯარო განცხადება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მოქმედი პრაქტიკა კრიტიკულად არის შეფასებული.

განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის „ქართულ ოცნებას“ და მთავრობის წარმომადგენლებს საელჩოს შეფასებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საელჩოს განცხადებას წინ უძღოდა ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 22 ივლისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელზეც სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ მიმართა.

სანაიას დაპატიმრება უკვე გააკრიტიკეს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • AfD-ის ისტორიული გამარჯვება საქსონია-ანჰალტის ტერიტორიაზე და ე.წ. გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახების ბრძოლა - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებსრუსთავი 2
  • კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა პარტიული ანგარიშსწორება? - რატომ ხვდებიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეშიტვ პირველი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

სტრატეგია აღმაშენებელი: ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

სტრატეგია აღმაშენებელი: ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

ფორმულა

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კანონპროექტს შემდეგ კვირას უყრის კენჭს

ფორმულა

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ლევან ნატროშვილი: ბარამიძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ფორმულა

მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

მიქელაძე: ბარამიძის დაპატიმრება არის სამართლებრივი აბსურდი

ფორმულა