მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალია: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ საქართველოს, იყოს ძლიერი და, რა თქმა უნდა, ერთიანი
პაატა სალია: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ საქართველოს, იყოს ძლიერი და, რა თქმა უნდა, ერთიანი

პაატა სალია: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ საქართველოს, იყოს ძლიერი და, რა თქმა უნდა, ერთიანი

იმედი|imedinews.ge

ეს დღე გვახსენებს იმას, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ყოველდღიური ამოცანაა; ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომელიც ზრუნავს ადამიანზე, უსმენს მოქალაქეებს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ამაყი, ბედნიერი და მას ჰქონდეს მომავლის იმედი, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში. იუსტიციის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს დამოუკიდებლობა და აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნება არაერთი თაობის ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი და ის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო იყო ევროპაში. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია იყო ევროპის ერთ-ერთი მოწინავე კონსტიტუცია. ძალიან ბევრ ევროპის ქვეყანას არ ჰქონდა ამ ტიპის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია... მოგეხსენებათ, რომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა და მისი საფუძველი სწორედ ის კონსტიტუცია იყო, რომელიც 1918 წელს შეიქმნა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ საქართველოს, იყოს ძლიერი და, რა თქმა უნდა, ერთიანი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი