მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ისევე, როგორც ის არაერთი გამარჯვება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მიაღწია
პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ისევე, როგორც ის არაერთი გამარჯვება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მიაღწია

იმედი|imedinews.ge

ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ისევე, როგორც ის არაერთი გამარჯვება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მიაღწია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „დღის ქრონიკაში" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამება-მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ეს უკანასკნელი დავა ეფუძება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სხვადასხვა სასამართლოებმა სხვა დავებში დაადგინეს, რომელთა ინიციატორიც საქართველოს სახელმწიფო იყო.

„ეს გადაწყვეტილება არის კიდევე ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ არაერთ გამარჯვებას მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე ჰააგის სასამართლოში. ეს დავაც სწორედ ეფუძნებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დადგენილი იყო სხვადასხვა სასამართლოის მიერ სხვა დავებში, სადაც ინიციატორი იყო ჩვენი სახელმწიფო.

იუსტიციის სამინისტროს დიდი ძალისხმევა იყო იმაში, რომ დადგინდა დარღვევები. ამ დადგენილ დარღვევებს ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია მნიშვნელოვნად გამყარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა. ჩვენ გვახსოვს უდიერად დაწყებული საქმეები სხვადასხვა სასამართლოში. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვიპოვეთ ყველა ის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომელიც გახდა საფუძველი ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებისა, მათ შორის დღეს მიღებული გადაწყვეტილების",- აღნიშნა პაატა სალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყოფორმულა
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვსტვ პირველი
  • საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართარუსთავი 2
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი