
პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებზე: ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ისევე, როგორც ის არაერთი გამარჯვება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მიაღწია
ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ისევე, როგორც ის არაერთი გამარჯვება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში მიაღწია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „დღის ქრონიკაში" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამება-მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ეს უკანასკნელი დავა ეფუძება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სხვადასხვა სასამართლოებმა სხვა დავებში დაადგინეს, რომელთა ინიციატორიც საქართველოს სახელმწიფო იყო.
„ეს გადაწყვეტილება არის კიდევე ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ არაერთ გამარჯვებას მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე ჰააგის სასამართლოში. ეს დავაც სწორედ ეფუძნებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დადგენილი იყო სხვადასხვა სასამართლოის მიერ სხვა დავებში, სადაც ინიციატორი იყო ჩვენი სახელმწიფო.
იუსტიციის სამინისტროს დიდი ძალისხმევა იყო იმაში, რომ დადგინდა დარღვევები. ამ დადგენილ დარღვევებს ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია მნიშვნელოვნად გამყარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა. ჩვენ გვახსოვს უდიერად დაწყებული საქმეები სხვადასხვა სასამართლოში. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვიპოვეთ ყველა ის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომელიც გახდა საფუძველი ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებისა, მათ შორის დღეს მიღებული გადაწყვეტილების",- აღნიშნა პაატა სალიამ.
