მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

პაატა სალიამ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის ქართული რეფორმები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ დანერგა „გონიერი კონტრაქტის“ ინოვაციური სერვისი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურად განახორციელონ უძრავი ქონების ტრანზაქციები უსაფრთხო ციფრული ხელმოწერის, ინტეგრირებული იპოთეკური სერვისების, გადახდების დამუშავების და ელექტრონული საკუთრების გაცემის გზით. მომავალში ეს სერვისი გაფართოვდება და მოიცავს ბიზნესის დისტანციურ რეგისტრაციასა და სხვა მოწინავე ციფრულ სერვისებს.

აღინიშნა გასული წლის შემოდგომაზე განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი, ასევე, მიმდინარე წელს ხელმოწერილი მემორანდუმი PRYPCO Technologies-თან, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას უძრავი ქონების სექტორში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით; მათ შორის, უძრავი ქონების ტოკენიზაციის სფეროში, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრიBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი