მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაკისტანის პრემიერმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და მშვიდობას კიდევ ერთი შანსი მისცენ
პაკისტანის პრემიერმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და მშვიდობას კიდევ ერთი შანსი მისცენ

პაკისტანის პრემიერმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და მშვიდობას კიდევ ერთი შანსი მისცენ

იმედი|imedinews.ge

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ყველა მხარეს მოუწოდა, „გამოიჩინონ თავშეკავება და მშვიდობას კიდევ ერთი შანსი მისცენ“.

პაკისტანის ლიდერის ეს განცხადება მოჰყვა ისრაელსა და ირანს შორის განხორციელებულ საპასუხო დარტყმებს, რაც აპრილის ზავის შემდეგ ვითარების ყველაზე მწვავე ესკალაციას წარმოადგენს.

„ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ბოლოდროინდელი ტალღა არის მკაცრი შეხსენება იმ საფრთხეებისა, რაც არამყარ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ახლავს თან, და იმ გაუსაძლისი შედეგებისა, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს“, - აღნიშნა შარიფმა.

ბოლო თვეების განმავლობაში, ისლამაბადი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში აშშ-სა და ირანს შორის საკვანძო შუამავლად იქცა და წამყვანი როლი შეასრულა აპრილში დროებითი ზავის მიღწევაში.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მიანიშნა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე ბოლოდროინდელ მოლაპარაკებებზე, რომელთა მიზანიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გრძელვადიან მშვიდობად ქცევაა, და აღნიშნა, რომ „საბოლოო მიზანი თითქმის მიღწეულია“.

„იმ დროს, როდესაც ჩვენ, ჩვენს ძმებთან და პარტნიორებთან ერთად, გულმოდგინედ და თავდაუზოგავად ვმუშაობთ კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის და განსაკუთრებით ახლა, როდესაც საბოლოო მიზანი თითქმის მიღწეულია, გულწრფელად მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მშვიდობას კიდევ ცოტა მეტი შანსი მისცენ“, - განაცხადა შაჰბაზ შარიფმა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ძალადობისა და ნგრევის ნაცვლად, დიპლომატიას კვლავ აქვს „წარმატების პერსპექტივა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

იმედი

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

იმედი

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

იმედი