მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაპუაშვილი: დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება. ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი
პაპუაშვილი: დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება. ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი

იმედი|imedinews.ge

„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. საქართველოს ისტორიული კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან ათასწლეულებს ითვლის და მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას მას შემდეგ, რაც 35 წლის წინ ოფიციალურად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება.

მისი თქმით, საზოგადოება არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი, რაც საგანგაშო პროცესია და ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოებს შორის სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ნდობის საფუძვლებს.

„განსაკუთრებული პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა PABSEC-ის პრეზიდენტის პოზიციიდან, რაც მაძლევს შესაძლებლობას, გავაჟღერო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პარლამენტარების ხმა. დღესდღეობით ჩვენი რეგიონი მსოფლიო არასტაბილურობის ეპიცენტრშია - მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე ოთხ წელზე მეტ ხანს გრძელდება.

როგორ შეუძლია საპარლამენტო დიპლომატიას, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობასა და რეგიონთაშორის თანამშრომლობას? მაშინ, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ ახერხებენ შედეგების მიღწევას, რეგიონულ ფორმატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა: ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრაგმატული ინტერესები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი მოსახლეობის მიერ არის ჩვენზე დელეგირებული, რადგან პარლამენტები პირდაპირ გამოხატავენ ხალხის ნებას.

შესაბამისად, რეგიონული გაერთიანებები ქმნიან ჩარჩოს, რომლის საშუალებითაც მეზობელ ქვეყნებს შეუძლიათ აწარმოონ დიალოგი, განიხილონ საერთო გამოწვევები და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიაღწიონ. ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ყურის რეგიონები ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეებია, სადაც გაძლიერებულ თანამშრომლობას შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა. გაძლიერებული საპარლამენტო გაცვლები შესაძლოა სტაბილურობის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების ხიდად იქცეს. ეს კავშირები მშვიდობას დამატებით შანსებს მისცემს.

რეგიონთაშორისი თანამშრომლობის რომელი მთავარი მიმართულებები შეგვიძლია გამოვყოთ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად? დაკავშირებადობა ამ თანამშრომლობაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტების, მათ შორის შუა დერეფნის განვითარება, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახლებურად აყალიბებს. ეს დერეფნები თანამშრომლობის არხებია, რომლებიც ჩვენს რეგიონებს აახლოებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მოწყვლადობას ამცირებს.

დაკავშირებადობის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, რომელიც ჩვენი საერთო მომავლისთვის გადამწყვეტ თემად იქცა. ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია აუცილებელია სტაბილურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ევროპისთვის. ალტერნატიულ ენერგორესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე თანამშრომლობის გაძლიერებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას და უფრო უსაფრთხო და მდგრად ენერგეტიკულ გარემოს შევქმნით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი