მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაპუაშვილი პერჩინსკის: გასულ წელს, ევროპის დღეს, თქვენს მიმართვაში, არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა - თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა
პაპუაშვილი პერჩინსკის: გასულ წელს, ევროპის დღეს, თქვენს მიმართვაში, არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა - თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილ წერილში.

შალვა პაპუაშვილი რობერ შუმანის მიერ, ,,შუმანის დეკრაციის” საფუძველის შესახებ წერს და აღნიშნავს, რიმ მიღებული დეკლარაციის სულისკვეთება იყო მკაფიო - მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით.

,,გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის გარდა, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რეალურად რა არის ევროპა, როგორ აისახება მისი მნიშვნელობა მოქალაქეთა ცხოვრებაზე და როგორ განაპირობებს ის საქართველოსა და ევროკავშირის მომავალს. რობერ შუმანმა, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ და დიდმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ, მისი ისტორიული განცხადება სწორედ ამ დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მეხუთე წლისთავზე, გააკეთა. „შუმანის დეკლარაციას“ საფუძვლად ედო ერთი უმთავრესი მიზანი: უზრუნველეყო, რომ ომს აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა. დეკლარაციის სულისკვეთება მკაფიო იყო - მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით. ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკაც სწორედ ამ ხედვის ფონზე უნდა შეფასდეს. რობერ შუმანისგან განსხვავებით, გასულ წელს, ევროპის დღეს, ქართველი ხალხისადმი თქვენს მიმართვაში, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა და, სანაცვლოდ, აქცენტი გააკეთეთ თქვენს პოლიტიკურ პრეტენზიებზე მასპინძელი ქვეყნის მიმართ. თუმცა, ალბათ ღირს შეხსენებად, რომ არა, სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ამ ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ 9 მაისს, თქვენს შეკრებაზე, სათანადო პატივს მიაგებთ 300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის,- წერს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი