მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო

პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო

იმედი|imedinews.ge

უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი უკრაინის მხარე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ „შესაძლოა, საქმე გვქონდეს „გადააზრების პროცესთან“.

„ეს ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიფუჭებია. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება იყო, რომელმაც წინდაუხედავი გადაწყვეტილებებით სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო. კარგი გადაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები აზიანებთ მათ, ვერ დააზიანებს ქართველ ხალხს და საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს რეალობისთვის თავლის გასწორება.

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადააზრების პროცესი. ვნახოთ, ეს შეხვედრა არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოიჩინა ინიციატივა და გადააბიჯა იმ მოცემულობასაც, რომ მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მოუწია მისვლა. ალბათ სურთ რამე გადააზრებული პოზიციის წარმოდგენა. საქართველო მზად არის მოისმინოს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →პაპუაშვილი →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი