მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარიზთან ფონტებლოს ტყის ხანძრის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს
პარიზთან ფონტებლოს ტყის ხანძრის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

პარიზთან ფონტებლოს ტყის ხანძრის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის მახლობლად, ფონტებლოს ტყეში ხანძრის „განზრახ ან გაუფრთხილებლობით გაჩენის“ ეჭვით ორი პირი დააკავა.

საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი 18 წლისაა და მას ნასამართლობა არ აქვს. დაკავებისას ახალგაზრდას ხელები ჭვარტლით ჰქონდა დაფარული, თან კი სანთებელა აღმოაჩნდა.

ხანძარი პარიზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 60 კილომეტრში მდებარე ფონტენბლოს კომუნის მახლობლად მდებარე ტყეში 12 ივლისს გაჩნდა. ხელისუფლების მონაცემებით, დაიწვა 1300 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი. უსაფრთხო ადგილას დაახლოებით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ასევე დაიკეტა რამდენიმე ავტომაგისტრალი.

ადგილზე 600-მდე მეხანძრე მუშაობდა, რომლებიც ცეცხლთან ბრძოლას ღამითაც აგრძელებდნენ. საგანგებო სამსახურებმა წყლის ჩამოსასხმელად გამოიყენეს Canadair-ის ტიპის ოთხი თვითმფრინავი, ასევე ორი Dash-ის ტიპის თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი. სამაშველო ოპერაციების მეთაურის, ჟან-მარკ სიკარის განცხადებით, ჯამში 187 ჩამოცლა განხორციელდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი შეწყალების აქტზე: ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ერთ რამეს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო იქნება შეუწყნარებელი ყველა დანაშაულის მიმართ, რომელიც ეხება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ მეორე მხრივ, როცა სახეზე იქნება დანაშაულის აღიარება და მონანიება, რა თქმა უნდა, ამ დროს სახელმწიფო იქნება ჰუმანური

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

იმედი

Bloomberg: სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით 2/3-ით აღდგა

Bloomberg: სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით 2/3-ით აღდგა

იმედი

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

იმედი