მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი შეიმუშავა
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი შეიმუშავა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი შეიმუშავა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის პლენარული სხდომები მიმდინარე სასესიო კვირაში 13 და 14 მაისს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბიუროს წევრებს განსახილველი საკითხები გააცნო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების მესამე მოსმენით განხილვა. კანონპროექტით განსაზღვრული ძირითადი ცვლილებების თანახმად, ზუსტდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებად საქმიანობაზე წინასწარი წერილობითი თანხმობის გაცემის პროცედურა. ასევე, ზუსტდება პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების ორგანიზაციული საკითხები.

„პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასევე შესულია პირველი და მეორე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, მათ შორისაა - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

ცვლილების თანახმად, ზუსტდება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.

პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და წამყვან კომიტეტად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განსაზღვრა.

პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი