მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის იანვარ-მარტის ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა.

მისი თქმით, I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 9.1% შეადგინა. რეალური მშპ-ის ზრდა იანვარში 7.9%-ია, თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%. 2026 წლის მარტისთვის წლიური ინფლაცია 4.3%-ია, ხოლო წლიური საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 4,4%.

გიორგი კაკაურიძემ საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ 867 მილიონი დოლარია, საიდანაც ექსპორტის მაჩვენებელი - 1 მილიარდ 723 მილიონი დოლარი, იმპორტი - 4 მილიარდ 143 მილიონი დოლარი. მისივე თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 21.4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ტურიზმს, მომხსენებლის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 997 ათასს აჭარბებს, რაც შარშანდელ ანალოგიურ მონაცემზე 4%-ით მეტია. მისი თქმით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 829 მილიონი დოლარია.

გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს 2026 წლის იანვარ-მარტის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესრულებაზე გაამახვილა. მისი თქმით, 2026 წლის 3 თვის მონაცემებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათვისებული 625 მილიონ ლარამდე აქვს და ათვისების მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. კულტურის სამინისტროს ათვისებული აქვს 68.7 მილიონი ლარი და ათვისების მაჩვენებელი 77%-ია.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა ცნობად მიღეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი