მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის წევრებს ინფორმაცია „სასკოლო ლიგის“ პროექტის ხელმძღვანელმა ოთარ აბულაძემ წარუდგინა.

მისი განცხადებით, „სასკოლო ლიგა“ 2019 წელს დაფუძნდა, დღეს მასშტაბურ საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს და ხელს უწყობს ჯანსაღი და აქტიური თაობის ჩამოყალიბებას.

მომხსენებლის თქმით, 2025–2026 სასწავლო წლის სეზონში ლიგა საქართველოში 7 რეგიონსა და სპორტის 15 სახეობას მოიცავს. პროექტში 25 ათასზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

მისივე ინფორმაციით, „სასკოლო ლიგა“ გაფართოებას, სპორტის ახალი სახეობების დამატებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სასკოლო შეჯიბრებებში მოსწავლეების ჩართულობის ზრდას გეგმავს.

„სტრატეგიული განვითარების გეგმით, ჩვენი მიზანია, 2028 წლის სეზონისთვის პროექტის მონაწილეთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწიოს“, - განაცხადა ოთარ აბულაძემ.

მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ „სასკოლო ლიგა“ მრავალი ახალგაზრდისთვის პროფესიული სპორტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

მისი თქმით, „სასკოლო ლიგას“ ელექტრონული პორტალი აქვს, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია პროექტის მონაწილეების, სპორტის სახეობების, რეიტინგისა და სხვა მონაცემების შესახებ.

ოთარ აბულაძემ ყურადღება გაამახვილა პროგრამების ინკლუზიურობასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სხდომაზე ისაუბრეს „სასკოლო ლიგაზე“, როგორც ახალგაზრდებში სპორტის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი