მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო.

ცვლილებების ძირითადი არსი პარლამენტის წევრებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, გრანტის გამცემ სუბიექტად განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“.

ამასთან, აღნიშნული ფონდი ემატება გრანტის მიმღებ სუბიექტთა ჩამონათვალს და დგინდება, რომ მისთვის საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გადაცემული სახსრები შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს გრანტად.

პროექტით ასევე განისაზღვრება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში, გრანტის გაცემაზე თანხმობის მიღებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესი.

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2025 წელს კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის აკრედიტაცია მოიპოვა.

მწვანე კლიმატის ფონდი არის გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმი და აფინანსებს ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს.

​იგი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

იმედი