მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით, 9-ის წინააღმდეგ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილების თანახმად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისას, თუ ასეთ საქმიანობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი განახორციელებს.

ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ შესაბამის საქმიანობებთან დაკავშირებით სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის განსაზღვრას ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

მომხსენებლის, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებით, დაცული იქნება სახელმწიფო, საჯარო ინტერესი და სახელმწიფოს დამატებითი საბიუჯეტო ხარჯების წნეხი მოეხსნება.

„ცვლილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს შეუწყობს ხელს. შედეგად, უფრო ეფექტიან და მოქნილ სისტემას მივიღებთ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

იმედი