მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანას.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

ცვლილებებით ზუსტდება პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის, გამოწვევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.

ცვლილებები აგრეთვე შეეხება პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, დროებით კომისიებსა და სხვა საპარლამენტო ორგანოებში წევრთა წარდგენისა და უფლებამოსილების განხორციელების წესებს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით წესრიგდება პარლამენტის პლენარული სხდომების ჩატარების ცალკეული პროცედურული საკითხები, იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების განხილვის, განხილვის გაგრძელებისა და კენჭისყრის წესები. ასევე, განისაზღვრება საკანონმდებლო პაკეტში შემავალი პროექტების მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ ერთიანი კენჭისყრის შესაძლებლობა და ზუსტდება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის პროცედურა.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირებისა და ორგანოების ანგარიშების განხილვის წესს, ინტერპელაციის გამართვის პროცედურას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის ფორმატს და პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი