მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივები - „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. ასევე, ცვლილებებით მოწესრიგდება რისკის შემცველ მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხები და ტერმინოლოგია.

ამასთან, კანონპროექტით ხელახლა განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო ნორმები, რაც სამართლიანობის, პროპორციულობის და ეფექტიანობის პრინციპებს ეფუძნება.

აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება.

„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი