მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გაგრძელდება
პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გაგრძელდება

პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გაგრძელდება

იმედი|imedinews.ge

პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გაგრძელდება. საკითხი პირველი მოსმენით საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო.

ცვლილების თანახმად, დაზუსტდება კანონის გარდამავალი დებულების შინაარსი და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ კრედიტების რაოდენობის ცვლილება ვრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში.

ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მიღებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც. ამას გარდა, ცვლილებების თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან.

„რეფორმა, რომელიც ხორციელდება როგორც უმაღლესი, ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით, არის მართლაც უპრეცედენტო, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე. პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, რომ სწავლა გახდა უფასო და ეს სექტემბრიდან აისახება ყველა იმ აბიტურიენტზე, რომელიც ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა, იმისათვის, რომ წინა წელს ჩარიცხულმა სტუდენტებმაც გაიუმჯობესონ მდგომარეობა და ხელახლა სცადონ ბედი, ჩვენ მათაც მივეცით ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაამტკიცებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი