
ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ჩვენს საქმიანობას არ გავააქტიურებთ. ვიცი, რომ ორგანიზაციაში მიმდინარეობს განხილვები და შესაძლოა ქვეყანა ორგანიზაციიდან გარიცხონ. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ. ეს გაგვათავისუფლებს გამოსვლა-არგამოსვლის დილემისგან“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთმა 2024 წლის თებერვლიდან გაყინა თავისი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge