
თენგიზ შარმანაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: პროკურატურამ აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი ნაბიჯი გადადგა. გამოიკითხება ეს ხალხი და ნათლად დავინახავთ - ეს არის ჭორის გავრცელება, თუ მათ რამე ხელშესახები ჰქონდათ, როცა ამ თემაზე ლაპარაკობდნენ
პროკურატურამ აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი ნაბიჯი გადადგა. გამოიკითხება ეს ხალხი და ნათლად დავინახავთ - ეს არის ჭორის გავრცელება, თუ მათ რამე ხელშესახები ჰქონდათ, როცა ამ თემაზე ლაპარაკობდნენ?, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ბოლო პერიოდში გაჟღერებულ კომენტარებთან დაკავშირებით.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე განახლებული საგამოძიებო მოქმედებები ჭორებს წერტილს დაუსვამს.
„ეს არის მორიგი ჭორაობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციის მიზნით. ჭორებზე აგებულ ინფორმაციას, ყვითელ პრესას ეძახიან. რა დავარქვათ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს? - ალბათ ყვითელი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის მოსაზრებებს ჭორებზე აგებენ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება.
იმედი
წყარო: imedinews.ge