მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფაშინიანი: თუ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება
ფაშინიანი: თუ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება

ფაშინიანი: თუ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება

იმედი|imedinews.ge

სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების ირგვლივ შექმნილი ვითარება არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაცაა - თუ საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს შესაძლოა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისად იქცეს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

„ახლა ყველანი ვაფიქსირებთ, რომ პრობლემა სომხეთში არ არის. პრობლემა სომხეთი კი არ არის, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაა, რადგან ფაქტობრივად გამოდის, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი პარალიზებულია და არ მუშაობს. თუ ეს საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ნება მომეცით ვივარაუდო, რომ ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ვლადიმირ პუტინთან გამართულ საუბარს და აღნიშნა, რომ მთელ რიგ საკითხებზე მხარეებმა საერთო გაგებას მიაღწიეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკას აქვს ლეგიტიმური უფლება, შექმნას ალტერნატივები თავისთვის. რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ ეს გზა გამოვაცხადეთ და ამ გზით წავალთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის ხალხმაც მის სასარგებლოდ მისცა ხმა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთს ყველა საკითხში უნდა ჰქონდეს ალტერნატივები.

„როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდი, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი პოლიტიკის შედეგად აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც სომხეთის რესპუბლიკას ალტერნატივები არ ექნება. სომხეთის რესპუბლიკას ყოველთვის და ყველა საკითხში უნდა ჰქონდეს ალტერნატივები, ხოლო უალტერნატივობის ეპოქა დასრულებულია. აქ საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ როდის უნდა განხორციელდეს ეს ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა - დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტუსკთან

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა - დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტუსკთან

იმედი

იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან

იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან

იმედი

Radio France Internationale: საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე

ელისო ბოლქვაძე: ,,გონიოს ჰანგები”გახდება კულტურული დიალოგის  მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა  და ხელოვნთა შთაგონების ოაზისი

ელისო ბოლქვაძე: ,,გონიოს ჰანგები”გახდება კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა და ხელოვნთა შთაგონების ოაზისი

იმედი