
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა.
„მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენი მიზანი სომხეთისთვის ალტერნატივების შექმნაა. ვფიქრობ, რომ ეს თითოეული ქვეყნის ლეგიტიმური უფლებაა. ყველა ქვეყანა მუშაობს ამ მიმართულებით, რათა ალტერნატივები არსებობდეს. მიმაჩნია, რომ ამ მომენტისთვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის საუკეთესო პოზიციონირება იქნება არა ამ პროცესის ტორპედირება, არამედ პირიქით - მუშაობა იმისთვის, რომ ამაღლდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა და უკვე ვთქვი, რომ სომხეთი მზადაა იმუშაოს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, იქნება თუ არა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
რეფერენდუმი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების საკითხით და ამ მიმართულებით ინსტიტუციონალური სამუშაო უნდა ჩატარდეს. დღეს რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ამ რეფერენდუმის საგანი.
იმედი
წყარო: imedinews.ge