მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პასკალ ლოტასი: გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო. ეს სიგიჟეა, გვჭირდება დიპლომატია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ვხედავთ, რომ პირიქით ხდება
პასკალ ლოტასი: გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო. ეს სიგიჟეა, გვჭირდება დიპლომატია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ვხედავთ, რომ პირიქით ხდება

პასკალ ლოტასი: გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო. ეს სიგიჟეა, გვჭირდება დიპლომატია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ვხედავთ, რომ პირიქით ხდება

იმედი|imedinews.ge

გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო, ეს სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტასმა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში საჭიროა დიპლომატია, თუმცა ვხედავთ პირიქით - სიტუაციის დეესკალაციის მცდელობებს.

„ამ მომენტში რასაც ვხედავთ, ეს არის ესკალაცია მრავალ ფრონტზე, უკრაინის პროქსი ომის ესკალაციას, რომელიც გახდება ევროპული ომი. ვხედავთ, რომ უკრაინელები ესვრიან ნატოს იარაღს რუსეთს, რუსები ამბობენ, რომ ეს დრონები ევროპაშია გამოშვებული და ასევე ბალტიის ტერიტორია გამოიყენება იმისთვის, რომ რუსებს ესროლონ. ამაზე კამათი მიდის - ევროპელები ამბობენ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, რუსები კი ამბობენ, რომ იციან სად იწარმოება ეს დრონები და ეს უნდა შეწყდეს. ეს არის ნათელი ესკალაცია. ევროპელები ფაქტობრივად ახორციელებენ რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციას. ამავე დროს ამერიკელებს ირანთან აქვთ უზარმაზარი კონფლიქტი, ეს ისრაელის ომიცაა და ევროპელებს არ სურთ მონაწილეობა. აშშ არის ნატოს ყველაზე დიდი წევრი და ისინი ახორციელებენ ომს ამ მიმართულებით. ზოგიერთი ამერიკაში კი ამბობს, რომ საჭიროა ომი ჩინეთთანაც. საბედნიეროდ ამას არ აქვს პროგრესი, მაგრამ მიმდინარეობს ორი ომი და მდგომარეობა უარესდება. გერმანელები ამბობენ, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომისთვის მზად ვიქნებითო, ეს სიგიჟეა. გვჭირდება დიპლომატია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ვხედავთ, რომ პირიქით ხდება. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ მოვისმენთ შერიგების ხმას პარიზიდან, ლონდონიდან, ბერლინიდან, მაგრამ ამ ეტაპზე, ფიქრობენ, რომ ესკალაცია უკეთესია, რუსები კი აცხადებენ, რომ ეს ან ახლა შეწყვიტეთ, ან ომს ევროპაში გადმოვიტანთ. ვერ ვხედავ, რომ რომელიმე მხარის მხრიდან იყოს დეესკალაციის მცდელობა“, - აღნიშნა პასკალ ლოტასმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანიტვ პირველი
  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
  • „საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეBM.GE
  • არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი, არაფერი შეცვლილა - კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე"რუსთავი 2
ხდება →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი