მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

იმედი|imedinews.ge

პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ავლაბარში წმინდანთა სახელობის ტაძარში აღავლინა, მრევლი დალოცა და იქადაგა. ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა შორის, ეკლესია ორ მათგან განსაკუთრებულ პატივს მიაგებს, ერთად მოიხსენიებს და თავ მოციქულებს უწოდებს.

„დღეს ვმადლობთ და ვადიდებთ ღმერთს, რომ ცოდვილი სამყაროს წინაშე უფალმა აღმართა ასეთი საოცარი სვეტები და მნათობები, რომლებმაც არა მხოლოდ თავისი დიდებული ეპისტოლეებით, არამედ თავიანთი ცხოვრებითაც უქადაგეს მთელ მსოფლიოს ჭეშმარიტება და მაგალითი მოგვცეს ღვთის რწმენის და დიდი სიყვარულის. ისინი დღესაც აგრძელებენ ქადაგებას.

წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, როდესაც ნავიდან გადმოვიდა და ზღვაზე მოსიარულე უფალ იესო ქრისტესკენ გაემართა სვლით. ჩვენც ასე უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, რომელმაც ჩაძირვა დაიწყო.

პეტრე მოციქულმა გამოავლინა ასევე საოცარი სიმამაცე, როდესაც არ შეეშინდა და გეთსიმანიის ბაღში მღვდელმთავრის მონას მოუქნია მახვილი. თქვენ გახსოვთ, მერე უფალმა განკურნა ის მონა.

და აი, როდესაც ჩვენი თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედა ღვთისმშობელს, როგორც პეტრემ, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები. რა თქმა უნდა, მოციქულ პეტრესგან უნდა ვისწავლოთ საოცარი სინანულიც. ხომ გახსოვთ, ის მთელი სიცოცხლე ინანიებდა თავის მძიმე ცოდვას – უფალ იესო ქრისტეს სამგზის უარყოფას.

დღეს შეუძლებელია ყველაფერზე საუბარი, ამ დიდებული მოციქულების ღვაწლზე, დამსახურებაზე.

რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ალბათ დღეს საკმარისია ისიც კი ვახსენოთ, ძვირფასო მამა არჩილ, როგორ ღრმად ესმოდა მას ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა და სიღრმე. რა საოცარია მისი სიტყვები კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, „სიყვარულის ჰიმნად“ წოდებული ცნობილი მონაკვეთიდან. ის წერს, წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ყველა საიდუმლოც რომ ვიცოდე და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების დაძვრა შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს, არარა ვარ, მხოლოდ მოჟღრიალე რვალი ვარ. მთელი ჩემი ქონება გლახაკებს რომ დავურიგო და სხეული მივცე დასაწვავად, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგებსო (1 კორ. 13, 2-3).

წმინდა პავლე მოციქული ამ სიყვარულზე მხოლოდ კი არ წერდა, როგორც არავინ სხვა, არამედ ასევე ცხოვრობდა და იწვოდა ამ სიყვარულით, ქრისტეს სიყვარულით, როგორც სხვა არავინ. იგი იმდენად შეძრა ქრისტეს ჯვარცმამ, რომ სხვა ყველაფერმა მისთვის ამ დედამიწაზე აზრი დაკარგა. ის წერს ასეთ სიტყვებს: ამიერიდან ჩემთვის ჯვარცმულია ეს ქვეყანა და ქვეყნისთვის კიდევ მე ვარ ჯვარცმულიო (გალატ. 6, 14). ის იმდენად მოცული იყო ქრისტეს სიყვარულით, ისე გრძნობდა იესო ქრისტეს ჯვარცმას, მის ჭრილობებს, რომ ამბობს: მე ჩემი სხეულით დამაქვს ქრისტეს ჭრილობებიო (გალატ. 6, 17).

ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, როგორც პეტრე მოციქულს, წმინდა პავლე მოციქულსაც მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში, ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენების, მისი მნიშვნელობის გააზრებისა და პირჯვრის გადასახვის გარეშე და არ დაგვავიწყდეს პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვები: „რჯულის აღსრულება სიყვარულშია“ (რომ. 13, 10).

თუ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით, ასე ვიცხოვროთ, მაშინ ჩვენს გულებშიც გამოისახება ქრისტეს ჯვარი და მცირედ მაინც მივემსგავსებით მოციქულებს, რომელთა გულებშიც გამოისახა და ზეციური ნათლით ანათებდა ჯვარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი სიხარულისთვის, ერთობლივი მსახურებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, გააძლიეროს, გაახაროს ამ ტაძრის მამები, წინამძღვარი – დეკანოზი არჩილი, თქვენ, ძვირფასო ძმებო და დებო!

ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!“, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანი სრული ჩამოშლის პროცესშიარუსთავი 2
  • "ისურვემ" 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა - GCCABM.GE
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

იმედი

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

იმედი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

იმედი

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

იმედი