მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა
პატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა

პატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა

იმედი|imedinews.ge

უფალმა მოგვცა რწმენა როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ სამთავროს დედათა მონასტერში ქადაგებისას.

მან მრევლს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს. უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ ფერი ვიცვალოთ ყველამ - ვინც ვართ მოსულნი ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან. უფალმა მოგვცა რწმენა როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა. ფერისცვალების შესახებ მან დაიწყო ქადაგება დასაწყისშივე და თქვა - შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას და ფერი უცვალოს. რას ნიშნავს ფერიცვალება, რომ ჩვენ უარესებიდან გავხდეთ უკეთესები. არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების, თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით. ფერისცვალების ეს გზა და საქმენი უნდა იყოს ჩვენი მთელი ცხოვრების საქმე“, - აღნიშნა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას, 12 უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ზეიმობს, როდესაც სახარების მიხედვით, მაცხოვარმა თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოციქულებს ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა, რა დროსაც ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ქრისტიანული სწავლებით ეს დღე ადამიანებს ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას ახსენებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანი CNN-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი CNN-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

იმედი

ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მოიგო

ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მოიგო

იმედი

არჩილ გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მათი ბოგინი ოპოზიციურ ველზე უნდა დასრულდეს

არჩილ გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მათი ბოგინი ოპოზიციურ ველზე უნდა დასრულდეს

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: როგორც კი, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს