მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ​ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ითხოვს: არ შეიძლება, დემოკრატია რუსეთის მძევალი იყოს
​ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ითხოვს: არ შეიძლება, დემოკრატია რუსეთის მძევალი იყოს

​ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ითხოვს: არ შეიძლება, დემოკრატია რუსეთის მძევალი იყოს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა YouTube-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყანაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია რუსეთმა განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები ხელახლა საკუთარი ხელისუფლების არჩევას.

„ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ფუნდამენტურ შეკითხვას: როგორ უნდა იფუნქციონიროს სახელმწიფომ, თუ ომი წლები გრძელდება? და შემდეგი - თუ ომი კიდევ ერთ წელს გაგრძელდება? ორს? სამს? შეიძლება თუ არა რუსეთმა ფაქტობრივად მიიღოს უფლება განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები ხელახლა საკუთარი ხელისუფლების არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ არა. არ შეიძლება, დემოკრატია რუსეთის მძევალი იყოს“, - აცხადებს ფედოროვი.

ის ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს, აღადგინოს სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი გაჭიანურებული ომის პირობებშიც კი.

„ეს რთულია. საჭიროა ხმის უფლების უზრუნველყოფა სამხედროებისთვის, მილიონობით უკრაინელისთვის საზღვარგარეთ, ადამიანებისთვის ფრონტისპირა რეგიონებში. საჭიროა საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების, ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და შედეგისადმი ნდობის უზრუნველყოფა. თუმცა, სირთულე შეუძლებლობას არ ნიშნავს. უკრაინას არაერთხელ გაუკეთებია ის, რაც მსოფლიოს შეუძლებლად მიაჩნდა“, - დასძინა მან.

ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ განსაკუთრებით საშიშია, როდესაც საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ ადამიანის დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი არის არა მისი პროფესიონალიზმი, შედეგი და ქვეყნის შეცვლის უნარი, არამედ სისტემისადმი პირადი ლოიალობა.

„ასე ვერ იფუნქციონირებს თანამედროვე სახელმწიფო. და მით უმეტეს, ვერ იფუნქციონირებს ქვეყანა, რომელიც თავისი არსებობისთვის ომს აწარმოებს. ჩვენ კორუფციაზეც უნდა ვილაპარაკოთ. არა იმიტომ, რომ ეს მოდური სიტყვაა, არამედ იმიტომ, რომ ომის დროს კორუფცია სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს“, - აცხადებს ფიოდოროვი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ლონდონის პასუხი მოსკოვს: ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტსფორმულა
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
  • ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევსტვ პირველი
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი ლატარია: სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა, დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა, ეგ დაუშვებელია თურმე. ასეთი უტიფარი და უსინდისოა კრებსითი „ნაცი“, ესეც იმ სერიიდან არის, ახლა რომ რუსები შეჯავრდათ, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში კარგად „გულაობდნენ“

უკრაინის ანტიკორუფციული უწყებები რადის დეპუტატებისა და ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ

უკრაინის ანტიკორუფციული უწყებები რადის დეპუტატებისა და ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ

იმედი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გახსნა

იმედი

The Wall Street Journal: ტრამპს შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა სურს

The Wall Street Journal: ტრამპს შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა სურს

იმედი