მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევს
ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევს

ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევს

ტვ პირველი17 აგვისტო, 2026, 10:37|tvpirveli.ge

ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში - უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებისთვის ბრიტანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას აფართოებს. The Times-ის ინფორმაციით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბრიტანული დრონები გამოყენებული იყო რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშებისას, მათ შორის ვოლგოგრადისა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. სამიზნეებს შორის მოხვდა სამხედრო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურაც. ერთ-ერთი გამოყენებული აპარატია BAE Systems-ის რეაქტიული „Nyan“, მეორე ბრიტანული დრონის მწარმოებელი კი უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება.

რუსეთის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების მასშტაბი ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა. გასული ღამის შეტევა ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 822 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათგან დაახლოებით 600 მოსკოვისკენ იყო მიმართული. იერიშების სამიზნეებს შორისაა რუსეთის ენერგეტიკული და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.

ბრიტანული უპილოტო სისტემების გამოყენება კიევის შორ მანძილზე დარტყმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. The Times-ის ცნობით, მსგავსი დრონების მოქმედების რადიუსი 1 000 მილს - დაახლოებით 1 600 კილომეტრს აჭარბებს და ისინი ძვირადღირებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შედარებით იაფ ალტერნატივად განიხილება.

ამ ფონზე კვლავ აქტუალურია კითხვა - რამდენ ხანს აპირებს კრემლი ომის გაგრძელებას. დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ვლადიმერ პუტინს არწმუნებს, რომ დონბასის სრულად დაკავება სამხედრო გზით შესაძლებელია. დასავლელი ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები კი რუსეთის მიერ დასახული ვადებისა და სამხედრო შესაძლებლობების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათი შეფასებით, თუ მოსკოვი ბრძოლის ველზე დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს, კრემლისთვის რეალურ მოლაპარაკებებზე გადასვლის სტიმული შეიძლება გაიზარდოს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 231 სტატია.

  • რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაშიიმედი
  • ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ? საუბრობდა, უკრაინას მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, მშვიდობაა საქართველოშიორუსთავი 2
  • უკრაინამ მოსოვის ოლქს დრონებით შეუტია, ცეცხლი გაუჩნდა Wildberries-ის უდიდეს საწყობსფორმულა
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მეტეოროლოგი ფარტენაძე, რომელიც მასზე ძალადობის შესახებ იუწყებოდა, პოლიციამ დააკავა

მეტეოროლოგი ფარტენაძე, რომელიც მასზე ძალადობის შესახებ იუწყებოდა, პოლიციამ დააკავა

ტვ პირველი

აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივები

აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივები

ტვ პირველი

მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

ტვ პირველი

პოლიციამ აჭარის სატყეო სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლები დააკავა

პოლიციამ აჭარის სატყეო სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლები დააკავა

ტვ პირველი