მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პერუში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
პერუში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

პერუში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იმედი|imedinews.ge

ხუთშაბათს პერუს სამხრეთით, აიაკუჩოს რეგიონში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას პერუს გეოფიზიკური ინსტიტუტი (IGP) ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ კორაკორადან 35 კილომეტრში მდებარეობდა. ამ ეტაპზე მსხვერპლის ან სერიოზული ნგრევის შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.

IGP-ის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა, ხოლო მისი კერა 108 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ბიძგები მსუბუქად იგრძნობოდა დედაქალაქ ლიმაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 650 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

რეგიონულმა საგანგებო სიტუაციების ოპერატიულმა ცენტრმა (COEN) მიწისძვრის მახასიათებლები დაადასტურა, თუმცა ზიანის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ადგილობრივი მედია აიაკუჩოს რეგიონში კლდეების ჩამოშლასა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის დაზიანებაზე იუწყება.

IGP-ის ხელმძღვანელმა, ერნანდო ტავერამ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე კრიტიკული არაფერი მომხდარა“, თუმცა ვითარების შეფასება კვლავ გრძელდება.

პერუ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან რგოლში“ მდებარეობს - ზონაში, სადაც მსოფლიოში სეისმური აქტივობის 80% ფიქსირდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა. თვეში 85 ათასი ლარი ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ

ვიტალი კლიჩკო: რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევში ყოველი მესამე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია

ვიტალი კლიჩკო: რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევში ყოველი მესამე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია

იმედი

გია აბაშიძე: როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე? - მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია

დიმიტრი სამხარაძე: მგონი ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს - ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, მდინარაძეს ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ღარიბაშვილი ყოფილა - რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა?