მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პეტერ მადიარი: თუ უკრაინა დადგენილ ვადებში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, იგი ვერ შეძლებს წინ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში
პეტერ მადიარი: თუ უკრაინა დადგენილ ვადებში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, იგი ვერ შეძლებს წინ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

პეტერ მადიარი: თუ უკრაინა დადგენილ ვადებში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, იგი ვერ შეძლებს წინ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განმარტა, რომ უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც კიევმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის გეგმაში ცვლილებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებული რედაქციით შეიტანა.

მადიარმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ რამდენიმე კვირაში შეძლო იმის მოგვარება, რაც მისმა წინამორბედმა, ვიქტორ ორბანმა ათი წლის განმავლობაში ვერ შეძლო, და უნგრული უმცირესობის უფლებები ახლა გარანტირებულია. იგი ამ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს.

მან ასევე დაარწმუნა საზოგადოება, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირისგან მიიღო გარანტიები იმ ორმხრივი შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ზაკარპატიის უნგრელების უფლებებს არეგულირებს.

„უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად აიღო ვალდებულება, შეასრულოს ყველა პუნქტი და ეს შეთანხმება უმცირესობათა საკითხებზე ევროკავშირის სამოქმედო გეგმაში ჩართო“, - ნათქვამია მადიარის განცხადებაში.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ უნგრეთ-უკრაინის იმ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც უმცირესობათა უფლებებს ეხება და ზაკარპატიის უნგრული უმცირესობის უფლებების მოწესრიგებისკენაა მიმართული, ამიერიდან ევროკავშირის მოთხოვნაც გახდა. როგორც მადიარმა აღნიშნა, ამ ვალდებულებების შესრულებას მომავალში მუდმივად გააკონტროლებენ ევროკომისია და ევროპული საბჭო.

„თუ უკრაინა დადგენილ ვადებში არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, იგი ვერ შეძლებს წინ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, - განაცხადა მადიარმა.

მისი თქმით, მიღწეული შეთანხმებები გახდა წინაპირობა იმისა, რომ უნგრეთმა თანხმობა განაცხადა უკრაინასა და ევროკავშირს შორის პირველი კლასტერის გახსნაზე.

ამავდროულად, მადიარმა შეახსენა საზოგადოებას, რომ პირველი კლასტერის გახსნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია ხანგრძლივ და რთულ პროცესში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →პროცესი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი