მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს

იმედი|imedinews.ge

საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.

მისი თქმით, ანგარიშში დასახელებულია ის ფაქტორები, რაც აღნიშნულ რეიტინგს და სტაბილურ პერსპექტივას განაპირობებს, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, როგორც ბოლო წლების, ისე 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია ფისკალური დეფიციტის და ვალის მაჩვენებლების დაბალი ნიშნული და კლებადი ტენდენცია მშპ-სთან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნივშნელოვანი გაუმჯობესება და მონეტარული პოლიტიკის სიჯანსაღე, ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორის როლი.

„გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშის თანახმად, საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საშუალოვადიან პერიოდში, ასევე პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის მაღალ ზრდას იგივე რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან მიმართებით, პოტენციურ ზრდასთან დაახლოების პერსპექტივით. ანგარიშში ხაზგასმულია მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სტრუქტურული რეფორმებისა და ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების როლი, განსაკუთრებით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი