მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება
ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება

ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.

გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან - მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4.5 ჯერ აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ სინდიკაციის პროცესში, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა შემოსავლიანობის (yield) ორ ეტაპად შემცირება და მისი შესაბამისი ვადიანობის არსებული ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასთან პრაქტიკული გათანაბრება. ამასთან, მთელი პროცესის განმავლობაში არარეზიდენტი ინვესტორების ძალიან მაღალი ინტერესი შენარჩუნდა და მოთხოვნამ 850 მლნ ლარს მიაღწია.

5.9 წლიანი ვადიანობის 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილებით, მთლიანი გამოშვების 65% გადანაწილდა არარეზიდენტ ინვესტორებზე, ხოლო 35% რეზიდენტებზე.

ინვესტორთა ტიპების მიხედვით, საკმაოდ დივერსიფიცირებული შედეგი დადგა: 64% განაწილდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიებზე; 24% ადგილობრივ სადაზღვევო და საპენსიო ფონდებზე, 11% კომერციულ ბანკებზე, ხოლო 1% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე.

არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესი, ასევე, მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფიულ ჭრილშიც და საბოლოო განაწილებით არარეზიდენტი ინვესტორების 76%-ს გაერთიანებული სამეფოს ინვესტორები შეადგენენ, 19%-ს აშშ-ის, ხოლო 5%-ს ევროკავშირის ინვესტორები.

აღნიშნული გამოშვება მიზნად ისახავდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებას, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების დანერგვით და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მაღალმოცულობიანი ტრანზაქციის შეთავაზებით. გამოშვება, ასევე, მიზნად ისახავდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით მეტი არარეზიდენტი ინვესტორის დაინტერესებას და ინვესტორთა ბაზის მეტ სტრუქტურულ დივერსიფიკაციას. ტრანზაქციის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ დასახული მიზანი წარმატებით იქნა მიღწეული.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული სინდიკაცია განხორციელდა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით გათვალისწინებული წლიური წმინდა ზრდის (1.8 მილიარდი ლარი) ფარგლებში და არ გამოიწვევს ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვას და საშინაო ვალის დამატებით ზრდას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს

მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს

იმედი

ბაკურიანში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საბავშვო ბაღი კი დასრულების ეტაპზეა

ბაკურიანში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საბავშვო ბაღი კი დასრულების ეტაპზეა

იმედი

უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

იმედი

AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს

AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს

იმედი