მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?
პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები მიგრაციულ კრიზისს ვერ უმკლავდებიან.

როგორც პენტაგონის შეფმა საფრანგეთში ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის ჩატარების 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ესპანეთს, იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის ნაპირებთან მოდიან გემები და არალეგალი მიგრანტები, თუმცა ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ.

„სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან. როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ? თუ უკვე ძალიან გვიანია? ვლოცულობ და მჯერა, რომ არა“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

თავის გამოსვლაში ჰეგსეტმა აგრეთვე პარტნიორობისა და მოკავშირეობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ძლიერი მოკავშირეები, რომელთაგან თითოეული სრულად არის ერთგული თავისი როლის შესრულების, იმარჯვებენ ომებში. აქ დაკრძალული მამაკაცები იბრძოდნენ საომარ ალიანსში, სადაც თითოეულმა პარტნიორმა სრული მონდომება, გამბედაობა და თავგანწირვა გამოიჩინა. არც ცარიელი ლოზუნგები, არც მდიდრული სამიტები, არც კომუნიკეები – ნამდვილი მოკავშირეები არიან, რომლებიც რეალურ საქმეებს აკეთებდნენ, რეალურ დანაკარგებს იღებდნენ საერთო მიზნისთვის, რომლისთვისაც ბრძოლა და სიკვდილი ღირდა“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება