მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პიტერ ჯექსონმა კანის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს პალმის ტოტი“ მიიღო
პიტერ ჯექსონმა კანის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს პალმის ტოტი“ მიიღო

პიტერ ჯექსონმა კანის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს პალმის ტოტი“ მიიღო

იმედი|imedinews.ge

„ბეჭდების მბრძანებლის“ კინოტრილოგიის ავტორმა, პიტერ ჯექსონმა, კანის 79-ე კინოფესტივალის გახსნაზე საპატიო „ოქროს პალმის ტოტი“ მიიღო. კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო მას ელაიჯა ვუდმა გადასცა, რომელიც მისფილმებში ჰობიტ ფროდო ბეგინსის როლს ასრულებს.

ახალზელანდიელი რეჟისორი პიტერ ჯექსონი კანში პირველად 1988 წელს ჩავიდა ფილმით „უცხოპლანეტელთა რაგუ“. მოგვიანებით მან იქ წარადგინა 20-წუთიანი ნაწყვეტი ფილმიდან „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“. ჯექსონმა აღნიშნა, რომ სწორედ კანის კინოფესტივალი დაეხმარა იმ ფრანშიზის პოპულარიზაციაში, რომელსაც მედია წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდა.

რეჟისორის თქმით, გუნდი ტრილოგიის ყველა ფილმს ერთდროულად იღებდა და არა თანმიმდევრობით, რაც დიდ რისკთან იყო დაკავშირებული: პირველი ფილმის ჩავარდნის შემთხვევაში, მეორე და მესამე ნაწილები დიდ ზარალს მოიტანდა.

„ეს იყო უდიდესი ავანტიურა და ყველა მედიასაშუალება ამბობდა, რომ ეს ავანტიურა მარცხისთვის იყო განწირული“, - იხსენებს ჯექსონი.

პიტერ ჯექსონს ასევე გადაღებული აქვს ფილმების სერია „ჰობიტი“, „კინგ-კონგის“ რიმეიქი და ფენტეზი-დრამა „საყვარელი ძვლები“, რომელშიც მთავარ როლს სირშა რონანი ასრულებს. მის ბოლო ნამუშევრებს შორისაა დოკუმენტური ფილმები პირველ მსოფლიო ომსა და ჯგუფ The Beatles-ის შესახებ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი