
პიტერ მადიარი უნგრეთ-რუსეთის ბირთვულ გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ხუთშაბათს ეჭვქვეშ დააყენა მისი წინამორბედის მიერ დადებული შეთანხმება, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ის მიერ უნგრეთის ატომური ენერგეტიკის სიმძლავრეების გაფართოებას ითვალისწინებდა.
ექსტრემალურმა სიცხემ და გვალვამ მდინარე დუნაის წყლის დონის რეკორდული შემცირება გამოიწვია, რამაც უნგრეთის პაკშის ატომური სადგურის სიმძლავრე 10%-მდე შეამცირა - მაშინ, როდესაც აღნიშნული სადგური, ჩვეულებრივ, ქვეყნის ელექტროენერგიის თითქმის მესამედს აწარმოებს.
„აღნიშნული პროექტები მიიღეს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ატომურ ელექტროსადგურებს, რომლებსაც არ გააჩნიათ დახურული კონტურის გაგრილების სისტემა და ასე ძლიერ არიან დამოკიდებულნი გარემოს პირობებზე, მსოფლიოში უკვე აღარ აშენებენ“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
„როსატომის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალექსეი ლიხაჩოვის განცხადებით, რუსული სახელმწიფო კომპანია პაკშის სადგურზე ორ ახალ რეაქტორზე მუშაობას დადგენილ ვადებში აგრძელებს. აღნიშნული პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს აპრილის არჩევნების შემდეგაც.
იმედი
წყარო: imedinews.ge