მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომთან ახლოს, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა
რომთან ახლოს, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა

რომთან ახლოს, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა

იმედი|imedinews.ge

ხუთშაბათს, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კოლეფეროსთან, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ისმოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად მისული მეხანძრეები და პოლიცია უკვე მუშაობდნენ.

ფრანგულ-გერმანულ თავდაცვის ჯგუფ KNDS-ში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. საწარმოს სწორედ KNDS-ის შვილობილი კომპანია KNDS Ammo Italy მართავს.

„დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა, აფეთქება ზაფხულის არდადეგების დროს რომ არ მომხდარიყო, როდესაც ქარხანა დახურული იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს კოლეფეროს მერმა, ჯულიო კალამიტამ. მისი თქმით, ამ დროისთვის ხანძრის ბოლო კერების ჩასაქრობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„ინციდენტის გამომწვევ გარემოებებს ამჟამად ადგილზე მყოფი ჯგუფები იკვლევენ და აფასებენ“, - ნათქვამია KNDS-ის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, აღნიშნული ქარხანა აწარმოებს საშუალო და მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალას სახმელეთო და საზღვაო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე მყარ საწვავს აეროკოსმოსური გამშვები აპარატებისთვის.

ევროპული დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია შედის იმ კონტრაქტორთა შორის, რომლებთანაც ევროპის თავდაცვის სააგენტომ 2023 წელს 155-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალის მიწოდების ჩარჩო ხელშეკრულებები გააფორმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პიტერ მადიარი უნგრეთ-რუსეთის ბირთვულ გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს

პიტერ მადიარი უნგრეთ-რუსეთის ბირთვულ გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს

იმედი

The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

იმედი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

იმედი

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

იმედი