მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა
POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა

POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა

იმედი|imedinews.ge

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოსცა დროებითი განჩინება, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ პრეზიდენტ პეტრ პაველსა და პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს შორის არსებული დავა ნაწილობრივ მოაგვარა. ბაბიშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პაველი ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობაში ვერ იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა განმარტება, ვის აქვს უფლება გადაწყვიტოს, უნდა დაესწროს თუ არა სახელმწიფოს მეთაური ნატოს სამიტს.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით უახლოეს კვირებში მიიღებს, დროებითი განჩინების საფუძვლად წინა პრეზიდენტების სამიტებში მონაწილეობის პრაქტიკა და დელეგაციების აკრედიტაციის ვადა დასახელდა, რომელიც პარასკევს იწურება.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც დროის რესურსი მკაცრად არის შეზღუდული, აუცილებელია მოქმედი პრაქტიკის შენარჩუნება“, - განაცხადა საქმეზე მომხსენებელმა მოსამართლემ პაველ შამალმა.

ნატოს სამიტი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. მათ შორის პოლიტიკური კონკურენცია 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდიდან გრძელდება. მხარეები ასევე არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბაბიშის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც სამხედრო ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1.8%-მდე შემცირდა, რაც ნატოს მიერ განსაზღვრულ 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, იუწყება POLITICO.

„მივესალმები საკონსტიტუციო სასამართლოს დროებით განჩინებას, რომელიც არსებულ პრაქტიკას ასახავს და ნატოს სამიტზე ქვეყნის წარმომადგენლობის უწყვეტობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

ანდრეი ბაბიშის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამიტზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?BM.GE
  • 9-10 სექტემბერს კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრებაფორმულა
  • პესკოვმა ვერ გაიგო, რატომ არ ისაუბრა ფაშინიანმა შანხაის სამიტზე რუსულადნეტგაზეთი
  • თამარ ბაგრატიონმა კიევში "პირველი ლედებისა და ჯენტლმენების" სამიტში მიიღო მონაწილეობა - ადმინისტრაციატვ პირველი
სამიტზე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი