მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროკავშირის 22 ლიდერი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს
POLITICO: ევროკავშირის 22 ლიდერი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს

POLITICO: ევროკავშირის 22 ლიდერი სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მიგრაციული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მისი ნაბიჯები ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოებას აზიანებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

POLITICO-ს ცნობით, სანჩესმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი ევროპელი პარტნიორები მაროკოდან ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ექსკლავ სეუტაში დაახლოებით 50 ათასი არალეგალური მიგრანტის მოულოდნელ გადასვლას „ეგოისტური“ და „უკანონო“ მიდგომით პასუხობენ.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მიგრანტი უკვე მაროკოში დაბრუნდა და ევროკავშირის მატერიკულ ნაწილში არცერთი მათგანი არ გადასულა, 22-მა ლიდერმა ევროკავშირის გარე საზღვრის უსაფრთხოების კუთხით „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.

მათი შეფასებით, კრიზისის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა სანჩესის მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მცხოვრებ 1,2 მილიონამდე არალეგალ მიგრანტს ლეგალური სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტასა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრის მიჰოლ მარტინის სახელზე გაგზავნილ წერილში ლიდერებმა ევროკავშირის დონეზე ისეთი პოლიტიკის კოორდინაციის აუცილებლობაზე მიუთითეს, როგორიც ესპანეთის მიგრანტების ლეგალიზაციის პროგრამაა.

„ჩვენ ვალდებული ვართ ეფექტიანად შევაკავოთ და შეუპოვრად ვებრძოლოთ უკანონო მიგრაციას, ჩვენი მოქმედებების კოორდინაციით, გარე საზღვრების გაძლიერებით და ყველა იმ პოლიტიკის გადახედვით, რომელიც შესაძლოა მიგრაციის მოზიდვის ფაქტორად იქცეს, მათ შორის არალეგალური მიგრანტების ძალიან დიდი ნაწილის ლეგალიზაციით“, - წერენ ევროკავშირის ლიდერები.

მადრიდი უარყოფს, რომ სწორედ ლეგალიზაციის პროგრამამ გამოიწვია სეუტაში კრიზისი და აღნიშნავს, რომ ექსკლავში უკანონოდ შესულ არცერთ მიგრანტს ამ პროგრამით სარგებლობის უფლება არ ექნება.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, პროგრამა მკაცრ პირობებს ითვალისწინებს, მათ შორის აუცილებელია დადასტურდეს, რომ პირი ესპანეთში 2026 წლის 1 იანვრამდე ცხოვრობდა და განაცხადის შეტანის მომენტისთვის ქვეყანაში ზედიზედ ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, განაცხადების მიღების ვადა, რომელიც აპრილში დაიწყო, ივნისში დასრულდა.

თუმცა, როგორც POLITICO წერს, ამ განმარტებებმა ევროკავშირის 22 ლიდერის პოზიცია ვერ შეცვალა.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ უკონტროლო მასობრივ გადასვლებს, მიგრაციის იარაღად გამოყენებას ან სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლებმაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში უკანონოდ შესვლა შესაძლებელია და რომ არალეგალური შესვლა საბოლოოდ ლეგალურ ყოფნად გადაიქცევა“, - აღნიშნულია წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • "საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს" - ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ ვერ გაიზიარებს თბილისი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკასრუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას?

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე: რა შეიძლება მოჰყვეს?! შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას. ეს მისასალმებელიც არის

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს