მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა - სასანქციო პაკეტის გადასარჩენად, ხუთშაბათს დილით მოლაპარაკებების დამატებით რაუნდი გაიმართება
POLITICO: ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა - სასანქციო პაკეტის გადასარჩენად, ხუთშაბათს დილით მოლაპარაკებების დამატებით რაუნდი გაიმართება

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა, - წერს გამოცემა POLITICO.

ოთხშაბათის შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯი იყო იმ კონსენსუსის მოსაპოვებლად, რომელიც მოსკოვის სამხედრო დაფინანსების წყაროების გადასაკეტად განკუთვნილ ენერგეტიკულ და სავაჭრო ზომებს ესაჭიროება.

პაკეტის პრეზენტაცია ივნისში შედგა, თუმცა დეტალების განხილვა გაჭიანურდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცალკეული საკვანძო პუნქტები - მათ შორის რუსულ ზღვის პროდუქტებზე ემბარგო და სამხედრო პირებისთვის სავიზო შეზღუდვები - საგრძნობლად შემსუბუქდა.

ათენმა ხისტი პოზიცია დაიკავა ევროკავშირის კომპანიების მიერ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ რუსული გაზის ტრანსპორტირების აკრძალვის წინააღმდეგ.

საბერძნეთი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა სცდება ლიდერების მიერ ადრე მიღწეულ შეთანხმებას და პრაქტიკაში არაფერს შეცვლის, ვინაიდან გემები უბრალოდ სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ გადაფორმდებიან.

როგორც ევროკავშირის დიპლომატმა დაადასტურა, სასანქციო პაკეტის გადასარჩენად, ელჩები ხუთშაბათს დილით მოლაპარაკებების დამატებით რაუნდს გამართავენ.

როგორც განხილვებში მონაწილე ევროკავშირის სამი დიპლომატი იუწყება, ათენი ჯერჯერობით უარს ამბობს შეთავაზებულ კომპრომისზე და შეზღუდვებიდან უვადო საგამონაკლისო წესის დაწესებას ითხოვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 115 სტატია.

  • ვლადიმირ პუტინმა საკუთარი დაცვის წევრთა რაოდენობა კიდევ ერთხელ გაზარდაBM.GE
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
საკუთარი →ევროკავშირის →საწვავის →

მსგავსი სტატიები

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გურამ მაჭარაშვილი  ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ  რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

იმედი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი