მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროპელი პროკურორები იძიებენ, თუ როგორ გამოიყენა საბერძნეთმა ევროკავშირის სახსრები მიგრანტთა ბანაკების ასაშენებლად
POLITICO: ევროპელი პროკურორები იძიებენ, თუ როგორ გამოიყენა საბერძნეთმა ევროკავშირის სახსრები მიგრანტთა ბანაკების ასაშენებლად

POLITICO: ევროპელი პროკურორები იძიებენ, თუ როგორ გამოიყენა საბერძნეთმა ევროკავშირის სახსრები მიგრანტთა ბანაკების ასაშენებლად

იმედი|imedinews.ge

ევროპელი პროკურორები იძიებენ, თუ როგორ გამოიყენა საბერძნეთმა ევროკავშირის სახსრები მიგრანტთა ბანაკების ასაშენებლად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპის საჯარო პროკურატურა (EPPO) ფოკუსირებულია პანდემიის პერიოდში, 2020-დან 2021 წლამდე, მიგრანტთა მიღებისა და განთავსების ორი ცენტრის მშენებლობაზე.

მაღალჩინოსნების თქმით, რომლებმაც POLITICO-სთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, სადავო კონტრაქტები კერძო კომპანიებს საჯარო ტენდერის გარეშე გადაეცათ და მათი ღირებულება, მსგავს პროექტებთან შედარებით, სავარაუდოდ 15-ჯერ მეტია, რამაც ჯამში 11.3 მილიონი ევრო შეადგინა.

გაზეთმა Kathimerini-მ, რომელმაც პირველმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, აღნიშნა, რომ საგამოძიებო ინტერესის ქვეშ მოქცეული ბანაკებიდან ერთ-ერთი მდებარეობს მალაქასაში, ათენის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში, ხოლო მეორე - სინტიკიში, სერესის ჩრდილოეთ რეგიონში.

2015 წელს, საბერძნეთის ეგეოსის ზღვის კუნძულები ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ჩასვლის მთავარი პუნქტი იყო. 2019 წლამდე საბერძნეთში ბანაკებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აშენებდა. ამის შემდეგ მსგავს პროექტებზე ზედამხედველობა საბერძნეთის მთავრობამ გადაიბარა, და კონტრაქტები, რომლებიც ახლა მოწმდება, სწორედ პირველად განხორციელებულ პროექტებს შორისაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი