მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: მერცს ბერლინში, პროფკავშირების ყრილობაზე, მკვახე დახვედრა მოუწყვეს - დელეგატები მას სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილებითა და სტვენით აწყვეტინებდნენ
POLITICO: მერცს ბერლინში, პროფკავშირების ყრილობაზე, მკვახე დახვედრა მოუწყვეს - დელეგატები მას სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილებითა და სტვენით აწყვეტინებდნენ

POLITICO: მერცს ბერლინში, პროფკავშირების ყრილობაზე, მკვახე დახვედრა მოუწყვეს - დელეგატები მას სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილებითა და სტვენით აწყვეტინებდნენ

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ბერლინში, პროფკავშირების ყრილობაზე, მკვახე დახვედრა მოუწყვეს - დელეგატები მას სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილებითა და სტვენით აწყვეტინებდნენ, - წერს გამოცემა POLITICO.

ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, მერცმა აღნიშნა, რომ გერმანია კეთილდღეობის შენარჩუნებას ეკონომიკური და სოციალური სისტემის ფუნდამენტური გარდაქმნის გარეშე ვეღარ შეძლებს.

„ჩვენ უბრალოდ ვერ შევძელით ქვეყნის მოდერნიზება“, - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა. „ამიტომ, გერმანიამ ძალები უნდა მოიკრიბოს“.

დარბაზში განწყობა მალევე დაიძაბა, როდესაც მერცმა ყურადღება მკაცრი ეკონომიის ზომებსა და მოახლოებულ საპენსიო რეფორმებზე გაამახვილა.

მისი კოალიციური მთავრობა უკვე კვირებია შიდა დაპირისპირებაშია იმის თაობაზე, თუ როგორ შეამცირონ ხარჯები, თუმცა გასულ თვეში მინისტრებმა მაინც დაამტკიცეს ჯანდაცვის რეფორმის პაკეტი, რომელიც სახელმწიფო დანახარჯების მილიარდობით ევროთი შემცირებას ისახავს მიზნად.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მერცმა საპენსიო რეფორმას „ყველაზე რთულად ამოსახსნელი ამოცანა“ უწოდა.

„ეს ყველაფერი არც ჩემი და არც ფედერალური მთავრობის მხრიდან გამოვლენილი ბოროტი განზრახვა არ არის“, - აღნიშნა მან. „ეს დემოგრაფია და მათემატიკაა“. ამ ფრაზას აუდიტორიის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილების კიდევ ერთი ტალღა და სტვენა მოჰყვა.

ასეთი ცივი დახვედრა მერცის პოპულარობის კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. 7 მაისს გამოქვეყნებული ბოლო ყოველთვიური კვლევის (DeutschlandTrend) მიხედვით, გერმანელების მხოლოდ 13 პროცენტია კმაყოფილი მერცის კოალიციური მთავრობის მუშაობით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი