მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ორბანის წასვლამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი გაართულა
POLITICO: ორბანის წასვლამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი გაართულა

POLITICO: ორბანის წასვლამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი გაართულა

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის ელჩები ოთხშაბათს კიდევ ერთხელ შეეცდებიან, საბოლოოდ შეათანხმონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პირველი პაკეტი მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა პაკეტში შემავალი წინადადებების ნაწილი შეასუსტეს ან საერთოდ ამოიღეს. საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან წინადადებაზე, რომელიც ენერგეტიკას, თევზჭერას, საბანკო და საზღვაო გადაზიდვებს ეხება.

POLITICO-ს ინფორმაციით, წლების განმავლობაში ორბანი - უნგრეთის გამოცდილი პოპულისტი ლიდერი, რომელიც კრემლთან ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებდა და არაერთხელ იმუქრებოდა სანქციების დაბლოკვით - სხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევდა, უფრო მკაცრი ზომების წინააღმდეგობა კულისებში შეენარჩუნებინათ. ახლა, როდესაც უნგრეთს პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს და ბუდაპეშტი აღარ ეწინააღმდეგება სანქციებს, ამ ქვეყნებს საკუთარი პოზიციების ღიად დაცვა უწევთ.

„გასაკვირი აღმოჩნდა, რამდენმა წევრმა სახელმწიფომ შეაფერხა საკუთარი მოქმედებები“, - განაცხადა ფინელმა ევროპარლამენტარმა ვილე ნიინისტომ, რომელიც ევროპარლამენტის რუსეთის საკითხებზე მომუშავე დელეგაციას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, „უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაძლიერების გაგრძელება იმ მომენტში, როდესაც რუსეთი უკვე იწყებს ომის ზეწოლის შეგრძნებას როგორც საკუთარ ეკონომიკაში, ისე საზოგადოებრივ აღქმებში“.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიღწევა მაინც მოსალოდნელია, ელჩებს საბოლოო დამტკიცებამდე, შესაძლოა, დამატებითი დათმობები დასჭირდეთ. პაკეტზე მომუშავე შვიდმა პირმა POLITICO-ს განუცხადა, რომ რამდენიმე ზომა უკვე შესუსტდა ან საერთოდ გაუქმდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პაკეტი ივნისში წარადგინა. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების რიგით 21-ე პაკეტია. წინა 20 პაკეტის შემდეგ დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირს მარტივი სამიზნეები თითქმის ამოეწურა და ახლა უფრო ხშირად აწყდება წევრი ქვეყნების ძლიერ ეროვნულ ინტერესებს. სანქციების მისაღებად ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.

“მე-20 პაკეტის შემდეგ მარტივი სამიზნეები აღარ დარჩა. უფრო ხშირად ეჯახები ცალკეული წევრი სახელმწიფოების ინტერესებს, ამიტომ ბალანსის პოვნაა საჭირო“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს.

თუმცა, მიღწეულმა დათმობებმა გააქარწყლა იმედი, რომ ორბანის წასვლის შემდეგ მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება მნიშვნელოვნად გამარტივდებოდა, აღნიშნულია სტატიაში.

„ორბანთან მუშაობა რთული იყო, მაგრამ მას მთლიანად სანქციების პაკეტები არასოდეს დაუბლოკავს“, - განაცხადა კიდევ ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ბათუმში ტაილანდურ რესტორანს - შპს "ერდოღან ქალაიჯის" საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-ი დარღვევებზეBM.GE
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 800-მდე აბიტურიენტს მიეცა საშუალება, ხელახლა აირჩიოს პროფესია და მეორადი ჩარიცხვის პროცესი განხორციელდეს - ნინო წილოსანირუსთავი 2
  • რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდანტვ პირველი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი