მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდან
რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდან

რა ხდებოდა ლილუაშვილის დახურულ პროცესზე - დეტალები სასამართლოდან

ტვ პირველი31 აგვისტო, 2026, 13:44|tvpirveli.ge

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე “ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი აჩვენეს, სადაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ჰყვება, რომ ბრალი ოჯახის წევრების თხოვნით აღიარა - ეს ინფორმაცია დახურული სასამართლ პროცესიდან სუს-ის ექს-შეფის ადვოკატმა გამოიტანა.

ლილუაშვილის უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ მიქაუტაძემ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ჩვენება თავისუფლების სანაცვლოდ მისცა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მისთვის გადარჩენის გზა, ის ცდილობს ამით, რომ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება" - აცხადებს ლანა ცერცვაძე.

მან საბოლოო სიტყვაში ისაუბრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს დანაშულს, თავს დამნაშავედ არ თვლის, არ ჩაუდენია დანაშული, ადამიანი აცხადებს, რომ იმ მიზნით, რათა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თანახმაა, საკუთარ თავზე დაიბრალოს არ ჩადენილი დანაშაული, რასაც სთხოვს მისი მეუღლე. მანამდე, სანამ გამოკითხებოდა ბატონო რომეო ამ სისხლის სამართლის საქმეზე, მასთან იყვნენ შესულები ოჯახის წევრები, მეუღლე იყო შესული, რომელმაც დაარწმუნა, რომ... თავად საუბრობს იმაზე, რომ ეს არის ოჯახის თხოვნა, რომ თუნდაც, საკუთარ თავზე თანახმაა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, საკუთარ თვაზეც კი დაიბრალოს ის დანაშაული, რომელზეც განმარტავს, რომ არ ჩაუდენია, მითუმეტეს, ეს ადამიანის, თავისუფლების სანაცვლოდ წამსვლელია იმაზე, რომ სხვა ადამიანს დააბრალოს დანაშაული, რომელიც იმ სხვა ადამიანს არ ჩაუდენია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მისთვის გადარჩენის გზა, ის ცდილობს ამით, რომ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თავადაც საუბრობდა, რომ ითხოვდა საპროცესო შეთანხმებას, - ამბობს უფლებადამცველი.

საქმის პროკურორი კი მიიჩნევს, რომ “ტვ პირველის“სიუჟეტი, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, მტკიცებულებების ჭრილში ვერ იქნება განხილული.

მიქაუტაძესთან დაკავშირებით, მაგალითად, რაც შეიძლება შემხებლობაში იყოს ამ საქმესთან, მან, მის პროცესზე განაცხადა, რომ ფრაზა ზუსტად არ მახსოვს, თუ არ ვცდები “ტვ პირველის“ სიუჟეტი ჰქონდა დაცვის მხარეს, სადაც მიქაუტაძე საუბრობს, რომ ლილუაშვილთან ჰქონდა გარკვეული კომუნიკაცია, ამ თემას ახლა არ ჩავშლი - ასეთ ფრაზას ამბობს, იმ დროისთვის ბრალდებული მიქაუტაძე და მეტ დეტალში ამ საკითხთან დაკავშირებით არ შედის. ამიტომ, ჩემთვის ნამდვილად, გულწრფელად ბუნდოვანია, რა მიდგომა და მიმართულება აქვს დაცვის მხარეს, ეს ალბათ დასკვნით სიტყვაში გახდება ცნობილი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ჩემ პოზიციას, რომ სხვა პროცესზე, სხვა საქმეზე, სხვა ფაქტებთან დაკავშირებული სიუჟეტი, რამდენადაც პროფესიონალურად არ უნდა ჰქოდნეთ ეს ჟურნალისტებს მომზადებული, მტკიცებულებების ჭრილში ვერ იქნება განხილული, - ამბობს მარიამ ბერძენიშვილი.

გრიგოლ ლილუაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 3 სექტემბერს ჩაინიშნა. პროცესზე კვლავ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს.

ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ აღძრულ „ქრთამის აღების საქმეზე“ პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძეა.

მიქაუტაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩნებებაში წერს, რომ ლილუაშვილს თანხას კაბინეტში გადასცემდა.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ დაკითხეს ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელის ნათქვამითაც დასტურდება „მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორე და სანდოობა“.

გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ექს მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს.

რას ედავებიან ლილუაშვილს?

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით; გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით; 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000; პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: იწყება არსებითი განხილვა გიორგი მალანიას მიმართ, პროცესზე წარმოდგენილნი იქნებიან ნია იმნაძის ჯგუფელები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ მათემატიკაში, ასევე - საქმის მწარმოებელი რამდენიმე გამომძიებელირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობსიმედი
  • BSP-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნავთობი მიიღო - რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დასრულდაBM.GE
  • სალომე სამადაშვილი: მდინარაძის წასვლა პროცესის დასაწყისია და არა დასასრულიფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

ტვ პირველი

საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალის პროცესი იწყება - კირილიუკი დუმილის უფლებას იყენებს

საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალის პროცესი იწყება - კირილიუკი დუმილის უფლებას იყენებს

ტვ პირველი

ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა, 6  წლის ბიჭს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა

ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა, 6 წლის ბიჭს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა

ტვ პირველი

ხვალიდან 60+ პირებისთვის ₾500-ზე მეტი კრიპტო, აზარტული და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ხვალიდან 60+ პირებისთვის ₾500-ზე მეტი კრიპტო, აზარტული და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ტვ პირველი