მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: პენტაგონმა გერმანიისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე რუსეთის გამო, შესაძლოა, უარი თქვას
POLITICO: პენტაგონმა გერმანიისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე რუსეთის გამო, შესაძლოა, უარი თქვას

POLITICO: პენტაგონმა გერმანიისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე რუსეთის გამო, შესაძლოა, უარი თქვას

იმედი|imedinews.ge

პენტაგონი, სავარაუდოდ, უარს იტყვის გერმანიაში Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსების გეგმაზე, რადგან აშშ-ის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი ესკალაციად შეიძლება აღიქვას. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება იქცეს მოულოდნელ უკუსვლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმებისთვის, რომელიც აშშ-სა და მის ერთ-ერთ უმთავრეს მოკავშირეს შორის იყო მიღწეული.

ორი ევროპელი და ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ვაშინგტონში შიშობენ, რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპის ცენტრში მაღალი სიზუსტის რაკეტების განთავსებას მაინც გადაწყვეტს, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს. თუმცა, თუ რაკეტების მიწოდება მართლაც გაუქმდება, ეს ფაქტობრივად გააუქმებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას და ბერლინს იმ თავდაცვითი შესაძლებლობების გარეშე დატოვებს, რომლებიც გერმანიის ლიდერების თქმით, ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება.

ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც ნატოს მიმართ აშშ-ის უფრო ფართო გადახედვის პოლიტიკის ნაწილი. ამ პროცესში შედის გერმანიაში ამერიკელი სამხედროების ნაწილის განთავსების გადაწყვეტილების გაუქმება და გარკვეული სამხედრო რესურსების უკან გაწვევის გეგმებიც. ამგვარად, ვაშინგტონი თანდათან ცვლის იმ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აყალიბებდა ტრანსატლანტიკურ კავშირებს.

„ევროპას უკვე ახლა და უახლოეს მომავალშიც შეუძლია მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მიმდინარე კვირას ნატოს უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა და ევროპაში აშშ-ის ძალების ხელმძღვანელმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა. მისი თქმით, ამერიკა სამხედრო ძალებსა და ტექნიკას სხვა რეგიონებზე გადაანაწილებს და პრიორიტეტებს გადახედავს.

როგორც POLITICO წერს, ამერიკელი ოფიციალური პირები, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად რუსეთის შესაძლო რეაქციაზე ამახვილებენ ყურადღებას, სავარაუდოდ, აშშ-ის სამხედრო მარაგების შემცირებითაც არიან შეშფოთებულნი. ირანთან ომის პირველივე კვირებში შეერთებულმა შტატებმა ათასობით Tomahawk-ისა და Patriot-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა გასულ თვეს კონგრესს განუცხადა, რომ კონფლიქტის დროს დახარჯული საბრძოლო მასალის მარაგების სრულად აღდგენას „თვეები და წლებიც კი“ დასჭირდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 245 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
  • რუსეთი კიევს, ლვოვსა და კრივი-რიჰს დაესხა თავს - არის მსხვერპლიBM.GE
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

იმედი

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

იმედი

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

იმედი